2023 წელს ქვეყანა დაახლოებით 44,3 მლნ ტონა მარცვეულის მოსავალს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს 53,1 მლნ ტონა იყო – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, წელს სათესი მიწის ფართობი შემცირებულია 1,4 მლნ ჰექტრით 10,2 მილიონ ჰექტრამდე.
წელსვე ქვეყანა ელოდება:
16,6 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს (2022 წელს 20,5 მლნ ტონა),
21,7 მლნ ტონა სიმინდის მოსავალს (25,6 მლნ ტონა 2022 წელს),
4,8 მლნ ტონა ქერის მოსავალს (5,6 მლნ ტონა 2022 წელს).
მოსალოდნელია ზეთოვანი კულტურების მოსავლის ზრდა 18,2 მლნ ტონიდან 19,2 მლნ ტონამდე.
უფრო კონრეტულად: მზესუმზირის მოსავალი გაიზრდება 11,1 მლნ-დან 11,5 მლნ-მდე, ხოლო რაფსის 3,7 მლნ-დან 3,8 მლნ-მდე.