Skip to content Skip to footer

წყალი როგორც ფუფუნება — სარწყავი წყალი გაძვირდა, მაგრამ ფერმერი ისევ პრობლემების პირისპირ დარჩნენ

საქართველოში ფერმერებისთვის სარწყავი წყალი გაძვირდა. ახალი ტარიფებით, მორწყვა ბევრ შემთხვევაში რამდენიმე ასეული ლარით მეტი ჯდება. რატომ იხდის ფერმერი მეტს, როცა წყლის არქონა ისევ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება? გამხმარი მიწები, დაზიანებული არხები და ფერმერები, რომლებიც ამბობენ, რომ წყალს დღეობით ელოდებიან. მილიონები მელიორაციაში — და ისევ უწყლო სოფლები. რატომ ვერ აღწევს სარწყავი წყალი მინდვრამდე და რატომ გაუძვირეს მეურნეს სერვისი, რომელსაც ვერ იყენებს? – ფერმერების გასაჭირი “აგრო სიახლეებში”.

ფერმერები ჩაწერა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები 2023 წელს დაამტკიცა.

რეგიონებში პრობლემაა სასმელი წყალიც. სოფლებს წყალი ისევ არ აქვს. ადამიანები ამბობენ, რომ წყალი ან საერთღოდ არ აქვთ, ან თუ აქვთ, გრაფიკით და ხშირად ისეთი წყალი, რომლის უვნებლობაში ეჭვი ეპაარებათ გარეგანი ვიზუალითაც კი ისეთი დაბინძურებული და ამღვრეულია, ამიტომ დალევას ვერ რისკავენ. არის შემთხვები, როცა ადამიანებს წყალი ბევრად უკეთ ჰქონდათ მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება წყალმომარაგების გაყვანილობას შეცვლიდა. .რა უფრო დიდი პრობლემაა? უწყლობა თუ სასმელი წყლის ხარისხი საქართველოს რეგიონებში? სოფლებში? როდის ექნება წყალი ხალხს? – ამ და კიდევ სხვა კითხვებზე მოსახლეობას არავინ პასუხობს.