საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი თანამდებობას ტოვებს.
როგორც “აგროგარემო TV-ის” სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ხანიშვილს გათავისუფლების მოთხოვნით, განცხადება დაწერილი აქვს, მაგრამ ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ხანიშვილს თანამშრომლებისთვის არ განუმარტავს.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ხანიშვილი საქმიანობას. არც ისაა ცნობილი, ვინ გახდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
გელა ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2016 წლიდან იყო, 2019 წლიდან ის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველის პოსტს იჭერდა.