ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ავტორიტარული მმართველობისას ხელოვნება ხშირად საზოგადოების გაჩუმებისა და მოთვინიერებისთვისაა გამოყენებული.
დემოკრატიული მმართველობის პირობებში ხელოვნებას აქვს უნარი უკიდურესად გაათამამოს სამოქალაქო საზოგადოება. გაათამამოს კრიტიკული აზროვნების, ალტერნატივების დაშვების თვალსაზრისით.
თავისუფალი ხელოვნება გადამდებია და ის მიმღებს უჩენს შეკითხვებს; აჩვენებს, რომ არსებობს მოვლენების აღქმის სხვადასხვა რაკურსი და აჩვევს მრავალფეროვნებას. ასეთ ხელოვნებასთან დამეგობრებული მოქალაქე არ იაზროვნებს პრიმიტიულად, არ დაუშვებს სტერილურობას როგორც დისკურსებში, ისე ურთიერთობებში.
რატომ არის აუცილებელი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული სივრცეების სიმრავლე რეგიონებში, რამდენად უწყობს ხელოვნება ხელს თვითგამოხატვას და სამოქალაქო აქტივიზმს? – თემაზე ხელოვნებათმცოდნე Სოფო კილასონია საუბრობს.