ხელოვნურ ინტელექტს (AI) ჯერ გემოსა და სუნის შეგრძნება ჯერ არ შეუძლია, თუმცა კარგი ღვინის შერჩევაში დაგეხმარებათ. ეს 2020 წლიდან ნორვეგიაში შესაძლებელია AI-ის ღვინის სარეკომენდაციო აპლიკაციით – FinpåVin.
საქმე ისაა, რომ ნორვეგიაში, ტექნოლოგიურმა მეწარმემ, ნიკოლას ბენცმა 2020 წელს ხელოვნური ინტელექტის მქონე ღვინის სარეკომენდაციო აპლიკაციის, FinpåVin-ის პირველი ვერსია გამოუშვა. ეს აპლიკაცია ამჟამად მხოლოდ ნორვეგიის ალკოჰოლის სახელმწიფო მაღაზიებში გასაყიდ ღვინოებზე მუშაობს, თუმცა კომპანია სხვა ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს. ბენცი ამბობს, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ალაპარაკებაზე მუშაობენ, რათა AI-მა ღვინოზე საუბარი და რეკომენადციების გაცემა თავისუფლად შეძლოს.
მოგვიანებით, 2021 წელს, ამერიკაში კი ამისთვის შექმნეს აპლიკაცია Sippd-ი, რომლის დამფუძნებელი, ბლეიკ ჰერში, ყვება, როგორ გაჩნდა ამ აპლიკაციის შექმნის იდეა. მისი თქმით, ვიქენდზე მეგობრების მასპინძლობისთვის კარგი ღვინის შერჩევაში ტელეფონით აზრს საკუთარ ცოლს ეკითხებოდა და სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ ადამიანებს უფრო მარტივი, მოქნილი გზა სჭირდებათ, რათა რესტორანში თუ სუპერმარკეტში სასურველი ღვინის შეძენა შეძლონ.
Sippd-აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელი უთითებს თავისთვის სასურველ ღვინის ფერს, მჟავიანობას, გემოს, სიტკბოსა და ფასს; ასევე ბოთლის ვიზუალს. ამის შემდეგ კი, აპლიკაციის AI პროგრამული უზრუნველყოფა კონკრეტულ მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ვარიანტებს სთავაზობს.
Sippd-აპლიკაცია უფასოა და მხოლოდ აშშ-ია ხელმისაწვდომი. ამჟამად მას დაახლოებით 100 000 მომხმარებელი ჰყავს.
რამდენად იყენებენ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ქართულ აგროწარმოებაში, ამაზე “აგრო სიახლეები ” მასალებს რეგულარულად გიმზადებთ:
- რა ტექნოლოგიებს იყენებენ განვითარებული ქვეყნები იმისთვის რომ ძროხის თვალით დავინახოთ სამყარო და გავიგოთ რას ნიშნავს მისი “მუ”. რას ფიქრობენ სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების კეთილდღეობაზე საქართველოში. ?
2. განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ჭკვიანი სოფლების კონცეფციას ატარებენ. რა ხდება საქართველოში? რამდენად შორსაა ხელოვნური ინტელექტი ქართული სოფლებისგან და რამდნად იციან კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობების სოფლის მეურნეობაში ადაპტაციის აუცილებლობაზე, სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე ქართველმა ფერმერებმა? ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის რა ხედვა აქვს ხელისუფლებას და რა ეტაპზეა ამ მხრივ საქართველო??
თანამედროვე ტექნოლოგიებმა აგროწარმოებაში ნიადაგის ალტერნატივები შექმნეს, რაც განსაკუთრებისთ საინეტერსო მცირე მიწიანი ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში და რამდენად რეალურია ნიადაგის სრულად ჩანაცვლება აგროწარმოებაში? – ქართველი ნიადაგმცოდნის მოსაზრება „აგრო სიახლეებში“. ?