ხორბლის მწარმოებლები მორიგ აქციას აანონსებენ. მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, აქცია 14 ივლისს, წნორში გაიმართება.
შეგახსენებთ, მეხორბლეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა რამდენიმე თვეა აქვთ. მათი თქმით, მიზეზი ადგილობრივი მარცვლეული კულტურების დაბალი გასაყიდი ფასი იყო, რაც, თავის მხრივ, რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ და საქართველოში ყველა წისქვილკომბინატის გაჩერებით იყო გამოიწვია.
ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მეხორბლეებმა რამდენიმე აქცია აქამდეც გამართეს, რის საპასუხოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10-ივნისიდან საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვე იქნება.
იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა, რადგან მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, შეთანხმებიდან ამ დრომდე ქართული ხორბლის მხოლოდ 10%-ია რეალიზებული.
რუსულ ხორბალზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო საქართველოში წისქვილები გაჩერდნენ. რა პრობლემები შექმნა ამან, დეტალებს გაეცანით აქ ?