2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9 266 ტონა), სომხეთში (970 ტონა), ბელარუსსა (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება – 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.