Skip to content Skip to footer

10 საკვები პროდუქტი, რომელიც გაიაფდა

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დღეს განაახლა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა, 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტი შეადგინა.

10 საკვები პროდუქტი, რომელიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • ქლიავი – 40%-ით
  • მზესუმზირის ზეთი – 39.7%-ით
  • წიწიბურა – 37.8%-ით
  • ყურძენი – 36.3%-ით
  • კარტოფილი – 35.1%ით
  • ჭარხალი – 33.2%-ით
  • კომბოსტო – 24.8%-ით
  • მწვანილი – 23%-ით
  • მარგარინი – 17.6%-ით
  • სტაფილო – 12.2%-ით