Skip to content Skip to footer

10 ყველაზე უჩვეულო ხილი, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება

EastFruit- ის მიხედვით, ეგზოტიკური ხილით ვაჭრობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტად იზრდება. პორტალის მიერ შერჩეული ეგზოტიკური ხილის ათეულის პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდება. ათეულში შემავალი ხილის ზოგიერთი სახეობა საშიშიც კია, თუ ის სათანადოდ არ იქნა მოხმარებული.

ეგზოტიკურ ხილად ადამიანები ხილის ისეთ სახეობებს მოიხსენიებენ, რომლებიც ჩვეულებრივ, იმ რეგიონში არ იზრდება და მოიპოვება, რომელშიც თავად ცხოვრობენ. ხილის ეგზოტიკურობა ამა თუ იმ რეგიონსა და კულტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ხილის სახეობა, რომელიც შესაძლოა, ეგზოტიკურად მიიჩნეოდეს ერთ ქვეყანაში, შესაძლოა, ხილის გავრცელებული სახეობა იყოს სხვა ქვეყნის მაცხოვრებლისთვის.

ტროპიკული ხილის სახეობა, დურიანი, აზიურ ქვეყნებში იზრდება. ხილის ეს სახეობა განსაკუთრებით უყვართ ჩინეთში და მის იმპორტზე ჩინეთში მილიარდობით ამერიკული დოლარი იხარჯება. ის ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის. გამოირჩევა მახვილწვერიანი ვიზუალით. მისი ყვითელი კრემისებური შიგთავსი ხშირადაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი.?

 რამბუტანი წვერმახვილიანი წითელი გარეკანითა და თეთრი, გაჭვირვალე ტკბილი წვნიანი შიგთავსით გამოირჩევა. მის გემოს ყურძნის მოტკბო -მომჟაო გემოს ადარებენ. რამბუტანი შეიცავს C, B1 და B2 ვიტამინებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმსა და რკინას. ? 

 აკა პუჰალას ხის ნაყოფი უცნაურად მისი მახვილწვერიანი კანისა და ტკბილი წვნიანი შიგთავსის გამო მიიჩნევა. ის ფართოდ გამოიყნება ჰავაის მედიცინაში. ისლანდიაში მას ან ცოცხლად მიირთმევენ, ან გახეხეილ ქოქოსთან ერთად ხარშავენ, ან ფქვავენ. მის გემოს შაქრის ლერწმისა და მანგოს ნაზავის გემოს ამსგავსებენ. ადრეულ ჰავაის კულტურაში ხის ყვავილის მტვერს სხეულსა და საწოლზე აფრქვევდნენ, როგორც აფროდიზიაკს. ?                                                                                                                                                                                                  

                                                                                                                                                                         რქიანი საზამთრო, იგივე კივანო, კიტრისა და საზამთროს „ახლო ნათესავია“. მისი მოტკბო-მომჟაო გემოს ბანანისა და ლიმონის არომატიც დაჰყვება, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ?                                      

მანგოსტანს ხშირად ხილის დედოფლად მოიხსენიებენ თავისი ტკბილი, წვნიანი, არომატული გემოს გამო. მანგოსტანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც კიბოსა და სხვა დაავადებების პრევენციას ახდენს. ის ასევე C ვიტამინისა და კალიუმის წყაროა. საუკუნეების მანძილზე მას ტრადიციულ მედიცინაში სხვადასხვა სახის დაავადების, მათ შორის, დიარეის, კანის ინფექციებისა და ჭრილობების სამკურნალოდ იყენებენ.?              

 აკი იამაიკაზე იზრდება და იამაიკის სამზარეულოს პოპულარული ინგრედიენტია. მის შემადგენლობაში ტოქსიკური ნივთიერება ჰიპოგლიცინ ა შედის, რომელმაც შესაძლოა, ღებინება, გულის წასვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს თუკი მოხმარებამდე სრულად არ არის დამწიფებული.  ?

მისტიური ხილი, აკები იაპონიის ჩრდილოეთით იზრდება. მის ნაწილს ცოცხალ ხილად მიირთმევენ, ნაწილს კი ამზადებენ და მიირთმევენ, როგორც ბოსტნეულს. ?  

 პიტაიას, ასევე ცნობილს, როგორც დრაკონის ხილს, ხშირად იყენებენ სმუზებსა და სალათებში.?

 ჯეკფრუტს ერთდროულად ბანანის, ანანასისა და მანგოს გემო აქვს. ხორცის მსგავსი კონსისტენციის გამო კერძებში ხშირად გამოიყენება ხორცის შემცვლელად. იზრდება ბანგლადეშში.? 

 სალაკის, იგივე გველის ხილის გემო თითქოს, ანანასისა და ლიმონის გემოებს აერთიანებს. ის პალმის ხეზე იზრდება და მისი კანი გველის კანს ჰგავს. მსხლის ფორმის ნაყოფი რბილობით ვაშლს ჰგავს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შეიცავს C და A ვიტამინებს, ასვეე, რკინას. ხშირად გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დიარეა, ციება, სისხლის მაღალი წნევა.?