Skip to content Skip to footer

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა – როგორ აღნიშნა ეს დღე საქართველომ? – “ზუზუნების” პრაქტიკა გამოცდილმა მეფუტკრემ მოიწონა

20 მაისი ფუტკრის საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოშიც აღინიშნა. ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნა, ხაზს უსვამს, ეკოსისტემაში ფუტკრის უმნიშვნელოვანეს როლს და მის დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობას.

რა გასაკვირია, რომ საბავშვო ბაღ “ზუზუნებში” მთელი დღის განმავლობაში სულ სხვანაირი ფუსფუსი, ზეიმი და ზუზუნი იყო. ამ ბაღის აღსაზრდელებს ფუტკარი, როგორც ყველაზე სასარგებლო ზუზუნა მწერი განსაკუთრებულად უყვართ. აქ ბავშვებს ამ მწერს პატარაობიდანვე აყვარებენ. ფუტკრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კი აღმზრდელებმა პატარებს ამ მწერის ყველა სასარგებლო თვისება კიდევ ერთხელ გააცნეს. ბავშვებმა მათთვის გასაგები ფორმით, თამაშ-თამაშით ისწავლეს, როგორ ცხოვრობს ეს უსაყვარლესი მწერი, შეიმეცნეს ფუტკრის ოჯახის დისციპლინური წესები. გაიგეს, რომ სკა ფუტკრის სახლია. პატარები მიხვდნენ, რომ მათი მშობლების მსგავსად, ფუტკარიც თავს ევლება თავის შვილებს, ანუ ლავრებს. მიხვდნენ, რომ ადამიანებივით, ფუტკრების სახლშიც, დედას, მამას და მუშა ფუტკარს მისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს, მისი სამსახური აქვს და ყველა მათგანი ამას დაუზარლად, უკიდურესი პასუხისმგებლობით, ასრულებს. ისწავლეს მწერის ფიზიოლოგიური აგებულება, დახატეს და გააფერადეს ფუტკრები, ასევე მოისმინეს ზღაპრები ფუტკარზე და ბოლოს უგემრიელესი თაფლიც დააგემოვნეს და ისიც კარგად დაიმახსოვრეს, რომ თუ უნდათ დიდი და ჯანმრთელები გაიზარდონ, თაფლის ჭამა აუცილებელია.

საბავშვო ასაკიდანვე ფუტკრის როლის ცოდნის აუცილებლობაზე, “აგრო სიახლეებს” ესაუბრა მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმღძვანელიც. ალეკო პაპავას მტკიცებით, ბავშვების ფუტკრებთან დამეგობრება მომავალში ამ სექტორისადმი ინტერესს გაზრდის, რაც, თავის მხრივ, ბევრ სიკეთესთან ერთად, საბოლოოდ, მეფუკრეობის დარგსაც გააახალგაზრდავებს, რადგან ამ საქმით ბევრი ახალგაზრდა დაკავდება.

ცნობისთვის, საქარველოში ფუტკრის მსოფლიო დღე წელს ბორჯომში აღინიშნა. ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ქართველმა მეფუტკრეებმა სტუმრებს უგემრიელესი თაფლითა და ფუტკრის სხვა პროდუქტებით უმასპინძლეს. გაიმართა თაფლის დეგუსტაცია, ანუ სტუმრებმა თაფლი დააგემოვნეს, მოისმინეს თემატური მოხსენებები მათ შორის, ფუტკრის დაცვის მნიშვნელობაზე და რა გამოწვევებს ქმნის კლიმატუის ცვლილება მეფუტკრეობაში. წელს ბორჯომი ამ დღის აღსანიშნად საგანგებოდ შეირჩა, რადგან სწორედ აქ აღმოაჩინეს 5500 წლის თაფლი, რაც ადასტურებს, რომ საქართველო, ღვინოსთანს, ხორბალთან და ყველთან ერთად, თაფლის უძველესი სამშობლოცაა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პრეზენტაციები, მათ შორის, მოხსენება „საქართველო — უძველესი თაფლის მწარმოებელი ქვეყანა“, სადაც განხილული იყო მეფუტკრეობის ქართული ტრადიციები, თანამედროვე გამოწვევები და კლიმატური ცვლილებების გავლენა დარგის განვითარებაზე.

ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების, ბორჯომის მერიის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს მხარდაჭერით გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტმა, ნანა მაისურაძემ დამსწრე საზოგადოებას მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით ცენტრის მუხურის კვლევით ბაზაზე მიმდინარე საქმიანობა — ადგილობრივი პოპულაციების შესწავლა,  ტიპური გენოფონდების შენარჩუნება-დაცვა და პრაქტიკული კვლევითი პროექტები გააცნო. 

შეგახსენებთ,, ფუტკრის საერთაშორისო დღე საქართველოში, კავკასიური ფუტკრის სამშობლოში, წლებია, აღინიშება. ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნა, ხაზს უსვამს, ეკოსისტემაში ფუტკრის უმნიშვნელოვანეს როლს და მის დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობას. ღონისძიების ბორჯომში გამართვას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა —  სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეშია აღმოჩენილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, 5500 წლის წინანდელი თაფლი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მეფუტკრეობას უძველესი დროიდან მისდევდა.

ფუტკარი კაცობრიობის არსებობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მწერია. მეცნიერებს დიდი ხანია განგაში აქვთ, რომ მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს, მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში.

მწერების ამ კეთილშობილი სახეობის გადაშენება საფრთხეს უქმნის ისეთი მცენარეებისა და ხეების არსებობას, რომლებსაც დამტვერვა სჭირდებათ, ასეთი კი 80%-ზე მეტია. ფუტკარი, როგორც პოლინატორი და ძირითადი დამამტვერიანებელი მწერი, მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარ და აუცილებელ კომპონენტად აღიარებულია საქართველოშიც. ქართველი სპეციალისტები ფუტკარსა და თაფლს სასურსათო უსაფთხოებას პირდაპირ უკავშირებენ

ფუტკრის საერთაშორისო დღის შარშანდელი ღონისძიებიდან დეტალები იხილეთ აქ 👇