Skip to content Skip to footer

2023 წლის მარტის შემდეგ სოფელ ჩაოში მეწყერი წელს მეორედაც ჩამოწვა – 4 ოჯახი დახმარებას ითხოვს

19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩაიკეტა სოფელში შესასველი ცენტრალური გზა და 4 ოჯახი დახმარებას ითხოვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გზის გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს და პროცესი დასრულებულიუ არ არის.

“გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. სახლები დაბზარულია და ნელ-ნელა ყოველდღე იმატებს. მეწყრული მასა ჩემი სახლიდან დაახლოებით 10-15 მეტრშია, მეტი დაშორება არ არის”, – ამბობს სოფელ ჩაოს მკვიდრო “ბათუმელებთან”.

აჭარაში უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები 18 დეკემბიდან გააქტიურდა: მეწყერი ჯერ ქედაში, შემდეგ შუახევსა და ხულოში ჩამოწვა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, ხულოს მუნიციპალიტეტში არაერთი მაღალი რისკის ზონაა დაფიქსირებული. მეწყერმა სოფელი ჩაო შარშან, მარტშიც, აზარალა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული შარშანდელი მონიტორინგის შედეგად ხულოს ტერიტორიაზე მაღალი საშიშროების რისკის 25 პუნქტი, საშუალო რისკის 31 და დაბალი საშიშროების რისკის მხოლოდ ერთი ზონაა დაფიქსირებული. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წითელი ფერით მეწყერსაშიში ზონები, ყვითლად ღვარცოფი, ყავისფრად ქვატაცვენა და ცკლდეზვავი, ხოლო მწვანედ მდინარეთა ნაპირების ეროზიაა მონიშნული. 👇