Skip to content Skip to footer

2025 წლის იან­ვა­რი რე­კორ­დუ­ლად ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის – რა პროგნოზი აქვთ კლიმატოლოგებს გლობალურ დათბობაზე?

2025 წლის იან­ვა­რი რე­კორ­დუ­ლად ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, ციმ­ბი­რი­სა და რუ­სე­თის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის­თვის, არა­მედ მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის. ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტუ­რი ცენ­ტრის (C3S) მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და ევ­რო­პის სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, კა­ნა­და­ში, ალას­კა­ზე, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, აფ­რი­კა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­და­ზე.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ჩქარ­დე­ბა

იან­ვარ­ში დე­და­მი­წის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ინ­დუსტრი­ულ ეპო­ქამ­დე არ­სე­ბულ დო­ნეს 1.75°C-ით აღე­მა­ტე­ბო­და. ეს უკვე ზე­დი­ზედ მე-18 თვეა, რო­დე­საც მსოფ­ლიო ტემ­პე­რა­ტუ­რამ 1.5°C-ს გა­და­ა­ჭარ­ბა – ზღვარს, რომ­ლის დაც­ვა­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა “პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით” ცდი­ლობს.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი დათ­ბო­ბი­სა, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არ იყო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში იან­ვრის სი­ცი­ვე იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია ღია სივ­რცი­დან შე­ნო­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნეს. ასე­ვე, მკაც­რი ყინ­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ჩუ­კოტ­კა­ზე და კამ­ჩატ­კა­ზე, ხოლო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი იყო.

ევ­რო­პა სი­ცი­ვეს ებ­რძვის – გა­ზის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა

ევ­რო­პა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ცივი იან­ვა­რი იყო. ბრი­ტა­ნეთ­ში და საფ­რან­გეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა დროს გათ­ბო­ბის ბა­ტა­რე­ებ­თან ატა­რებ­და, რა­მაც გა­ზის მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და.

1-ელ თე­ბერ­ვალს ევ­რო­პუ­ლი გაზ­სა­ცა­ვე­ბი მხო­ლოდ 53%-ით იყო შევ­სე­ბუ­ლი და თით­ქმის მი­აღ­წია ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნილ კრი­ტი­კულ 50%-იან ზღვარს.

ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 1-ელ მა­ი­სის­თვის მა­რა­გი 30%-ზე არ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რათა მომ­დევ­ნო ზამ­თრის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო გაზ­სა­ცა­ვე­ბის 90%-ით შევ­სე­ბა. თუმ­ცა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე, ბრი­უ­სე­ლი ახლა გა­ზის მა­რა­გე­ბის მარ­თვის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის გან­ხილ­ვას იწყებს.

ევ­რო­პა სულ უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე, რომ­ლის ფა­სიც ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ადრე ზა­ფხულ­ში გაზი იაფი იყო და ქვეყ­ნე­ბი მა­რაგს წი­ნას­წარ ავ­სებ­დნენ, ხოლო ზამ­თარ­ში, რო­დე­საც ფა­სე­ბი იზ­რდე­ბო­და, მის გა­მო­ყე­ნე­ბას იწყებ­დნენ. ახლა, მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის თხე­ვა­დი გა­ზის მი­წო­დე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბი უფრო ძვი­რია, ვიდ­რე მო­მა­ვალ ზამ­თარ­ში, ამი­ტომ სა­ცა­ვის ტე­ვა­დო­ბით შევ­სე­ბა აღარ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ისე მიმ­ზიდ­ვე­ლად.

წყარო: BBC 

ცნობისთვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყნარ ოკე­ა­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და “ლა-ნი­ნია” – ბუ­ნებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც, წე­სით, ტემ­პე­რა­ტუ­რას ამ­ცი­რებს – მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­მა კი­დევ ერთი სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლი გა­და­ლა­ხა. რა არის ლა ნინია? – წაიკითხეთ “აგრო სიახლეების” სტატია 👇

განმარტება რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ელ ნინიას რისკი საქართველოში მინიმალურია, კლიმატის გლობალური ვცლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.