ძლიერმა წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ფოთში დაიტბორა ქუჩები, ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„წლებია ეს პრობლემა გვაქვს და ვერაფრით მოგვარდა. ყოველ წვიმას შიშით ველით. ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაიჭრას? მერია გვეუბნება, სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობსო, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ფოთის მერიაში მოსახლეობის მხრიდან ზარები არ შემოსულა. ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – განმარტავენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ზღვისპირა ქალაქში ამ დროისთვისაც წვიმს.
რამდენად მაღალია რეგიონებში საზოგადოების მგრძნობელობა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ? შედეგიანია თუ არა ადგილობრივი აქტივიზმი? როგორია მათი გაზიარების ინტენსივობა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ? უსმენს თუ არა ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას? – შავი ზღვის ზოლის დაცვის აუცილებლობაზე გარემოსდამცველების რეკომენდაციები “აგრო სიახლეებში” ?