Skip to content Skip to footer

შეკვეთილში მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა

შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა. საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ავტომობილებს გადაადგილება შემოვლით გზით უწევთ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

გზის დაზიანებული უბანი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.