? მეცხვარეთა ასოციაცია პირუტყვის გადასარეკი ტრასის სასწრაფო დემარკაციას ითხოვს. ასოციაციამ მთავრობას წერილობით ოფიციალურად მიმართა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სასწრაფო რეაგირება მოსთხოვა. მიზეზი მთავრობის მიერ მონიშნულ ტრასებზე მიწის კერძო მესაკუთრეობის არსებობაა, რის გამოც მიწის მეპატრონეები მეცხვარეებს, ცხვრის გადაყვანის სანაცვლოდ, გადასახადს სთხოვენ. კიდევ რა პრობლემებს აწყდება სფერო, რომელიც 10 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს?
? ომის მიუხედავად, უკრაინა რჩება მსოფლიო სასურსათო ჯაჭვში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვან მწარმოებლად რჩება. როგორ იმოქმედა ომმა ფერმერის ცხოვრებაზე, – ერთი უკრაინელი ფერმერის ისტორია „აგრო სიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ბექა გონაშვილი – საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ვასილ ბასილაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.
მიხეილ ჭიჭაყუა – აგროექსპერტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოადგილე..
ნიკოლაი სემენიკ – უკრაინელი ფერმერი.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.