Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 25 (სეზონი 13)

? მარტიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა, დაურეგისტრირებელ მეფუტკრეს პროდუქციის რეალიზება ეკრძალება. როგორ შეხვდა სიახლეს სექტორი? რა გამოწვევები და გეგმები აქვთ მეფუტკრეებს საქართველოში?

? 1 ივნისიდან ყველა ბიზნესოპერატორს ჰასპის სტანდარტის დანერგვის ვალდებულება უჩნდება. მზადაა თუ არა კერძო სექტორი ამ სიახლისთვის და სახელმწიფო მისი აღსრულების ეფექტური კონტროლისთვის? რას გულისხმობს ჰასპი და ვინ რჩება მოგებული, – მომხმარებელი, ბიზნესი თუ ორივე ერთად?

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

მიხეილ სოხაძე – FAO-ს იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი.

ალეკო პაპავა – საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ლექსო ნასუაშვილი – მეფუტკრე ფერმერი.

ანა გემაზაშვილი – სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

გადაცემის სტუმარი:

მიხეილ ჭელიძე – მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.

 

Leave a comment