საქართველოდან 2022 წელს ჩაის ექსპორტი შემცირდა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ე.წ. მწვანე აგურა ჩაის წარმოების შემცირებაა.
„ჩაის ექსპორტში ძირითადი წილი უჭირავს ე.წ მწვანე აგურა ჩაის ექსპორტს, რომელიც მონღოლეთში გადის.
ხარისხიანი ჩაი ექსპორტზე ისედაც მცირე რაოდენობით გადის და მაგ სეგმენტში კლება არაა. საერთო მონაცემებზე გავლენა სავარაუდოდ „მწვანე აგურა“ ჩაის წარმოებამ შემცირებამ მოახდინა.
აგურა ჩაის დასამზადებლად სხვა ნედლეულია საჭირო. როდესაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება იქ ასასხლავი მასალაა, რისგანაც ძირითადად აგურა ჩაის ნედლეული მზადდება. აქ არის კლება“, აცხადებს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე.
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოდან ხარისხიანი ჩაის ძირითადი ექსპორტიორი „გურიელია”.
როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს ჩაიზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ქართველი მეწარმეების მხრიდან ვერ ხდება.
„ჩაიზე მოთხოვნა არის, რასაც ვერც საექსპორტო და ვერც ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვაკმაყოფილებთ. ხელის შემშლელი ფაქტორი ნედლეულის დეფიციტია. პლანტაციები არ არის იმ რაოდენობის, რისი გადამუშავებაც საწარმოებს შეუძლიათ.
ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში იყო რამდენიმე ლაფსუსი, რაც ბენეფიციარებს მოტივაციას არ აძლევდა. თუმცა პროგრამაში ბოლო შესწორებები 2022 წლის ბოლოს შევიდა“, – განმარტავს სვანიძე.
მისი თქმით, წინა რედაქციის მიხედვით, „ჩაის რეაბილიტაციის“ პროგრამაში მონაწილეობაზე პლანტაციის ფართობზე იყო შეზღუდვა.
„სულ მცირე 5 ჰა-დან პლანტაცია უნდა ჰქონოდა სუბიექტს, რათა პროგრამაში ჩართულიყო. 5 ჰა პლანტაციის მფლობელი კი იყო ძალიან ცოტაა. ამ ზღვარმა ახლა დაიწია და 3 ჰა პლანტაციის ფლობის შემთხვევეაში შესაძლებელია პროგრამაში ჩართვა. გარდა ამისა, ვინც პროგრამაში მონაწილეობას იღებდა, 3 წლის თავზე საწარმოს აშენებეის ვალდებულება ჰქონდა, რაც ძალიან დიდი ტვირთი იყო. საწარმოს აშენება და მისი აღჭურვა არავის არ შეუძლია ამ ეტაპზე და მეწარმეები პროგრამაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ“, – აცხადებს სვანიძე.
საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარში ექსპორტზე 55.10 ტონა ჩაი (არომატიზებული ან არაარომატიზებული) გავიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 43%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,228.81 ტონა ჩაი გავიდა, 2021 წელს კი 2,439.95 ტონა შესაბამისად კლება 9%-ის დონეზე იყო.
ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის პროგნოზით, მიმდინარე წელს ჩაის წარმოება და შესაბამისად ექსპორტიც 3-5%-ით გაიზრდება.
ქართული ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზარი ბაზარი მონღოლეთია. წლიურ ჭრილში სწორედ მონღოლეთზე მოდის ექსპორტის 34%-ი.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 55.10 ტონა ჩაი (არომატიზებული ან არაარომატიზებული) გავიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 43%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,228.81 ტონა ჩაი გავიდა, 2021 წელს კი 2,439.95 ტონა შესაბამისად კლება 9%-ის დონეზე იყო.
2022 წელს საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 4,399.01 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს კი 4,731.28 ათასი დოლარი.
ქართული ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:
- მონღოლეთი – 755.34 ტონა,
- ყაზახეთი – 480.63 ტონა,
- უკრაინა – 328.23 ტონა,
- აზერბაიჯანი – 236.77 ტონა,
- ბელორუსი – 141.80 ტონა.
წყარო: Business Insider Georgia