“სახელმწიფო მხარდამჭერმა პროექტებმა ჯერ-ჯერობით ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა ევროკავშირში ქართულ აგროექსპორტზე. საქართველოს მთავარი პარტნიორი მაინც რუსეთი რჩება. აქ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ერთი-მეოთხედი გადის, ანუ რუსეთზე ქართული აგროექსპორტის 24% მოდის, რაც ძალიან მაღალია, ” – უხსნის “აგრო სიახლეებს” ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი.
კვლევან აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.
სალომე გელაშვილი ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.
შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.
კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?