TBC Capital-ის სამშენებლო სექტორის გზამკვლევის მიხედვით, 2022 წელს, მშენებლობის მიზნით თბილისში მიწის გაყიდვები, 2021 წელთან შედარებით, შემცირდა, ზუგდიდსა და ბათუმში კი – გაიზარდა.
რაც სეეხება, მიწების გაყიდვის მაჩვენებელს, ქალაქების მიხედვით, მიმოხლვის თანახმად, 2022 წლის მაჩვენებლები, მართალია აჭარბებს პანდემიამდელ დონეს, მაგრამ ქალაქების უმეტესობაში 2021 წელს ჩამორჩება. 2022 წელს წლიური ზრდა მხოლოდ ბათუმში (+16%), ბაკურიანში (+2%) და ზუგდიდში (+21%) დაფიქსირდა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, თბილისში დაახლოებით ისეთივე დონე შენარჩუნდა, რაც 2021 წელს და გაყიდვებმა მხოლოდ 1%-ით იკლო. მსგავსი სიტუაცია შეიმჩნევა რუსთავშიც. ქუთაისსა და გორში წლიურად მიწის ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.
რაც შეეხება, მიწის ღირებულებას, საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა ქალაქების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია. TBC Capital-ის გზამკვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ფასებით, თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი $162-ს გაუტოლდა. ყველაზე დაბალი ფასები კი გორში, თელავსა და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო.
1მ²-ის მიხედვით მიწის გასაყიდი ფასით ქალაქების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. თბილისი – 162 დოლარი;
2. ბათუმი – 126 დოლარი;
3. გუდაური – 59 დოლარი;
„2022 წელს ქალაქების უმეტესობაში მიწის ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ქუთაისი, სადაც 2021 წელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი 49%- ით გაიზარდა. თელავში 31%-იანი და თბილისში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.