Skip to content Skip to footer

კარტოფილის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის – რა ფასებს უნდა ველოდოთ

საქართველოში უახლოეს მომავალში კარტოფლის გაძვირება მოსალოდნელი არაა, – ასე ფიქრობენ აგროანალიტიკური პლატფორმის EastFruit-ის ანალიტიკოსები.

კარტოფილის ქართული წარმოებისთვის მაისი გარდამავალი პერიოდია, როდესაც ბაზარი ძველი (შარშანდელი) კარტოფილიდან ახალ (ახალი მოსავლის) კარტოფილზე გადადის.

ანალიტიკოსებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ, ხანდახან, როდესაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ძირითადად, სექტემბერ-ოქტომბერში, წინა მოსავალი არ არის საკმარისი, სანამ ახალი მოსავალი არ შემოვა ბაზარზე და სწორედ ამ დროს კარტოფილზე ფასი იმატებს, თუმცა გამონაკლისი იყო 2022 წელი, როცა ამ რეგიონში ცუდი მოსავალი მოვიდა, ფასები კი სტაბილური დარჩა.

გასული წლის კარტოფილის საშუალო ფასი ქართულ საბითუმო ბაზარზე დაახლოებით $0,67/კგ დაფიქსირდა და ის ზრდის ნიშანს არ აჩვენებს. ორი ძირითადი მიზეზია: 1. ფასები ისედაც ძალიან მაღალია და 2. კარტოფილის იმპორტი ძალიან ძლიერია.

2022 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცუდი მოსავლის გამო, ოქტომბერში კარტოფილზე ფასები გაიზარდა. მას შემდეგ საშუალო ფასი დასტაბილურდა, მაგრამ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. ფასების კიდევ უფრო გაზრდა, დიდი ალბათობით, პრობლემური იქნება., რადგან ქართველი მომხმარებელი ისედაც ძალიან ძვირს იხდის და უფრო მეტის გადახდა გაუჭირდება.

საშუალო საბითუმო ფასი საქართველოში კარტოფილზე რჩება ყველაზე მაღალი იმ დიაპაზონში, სადაც EastFruit-ის პროექტები მუშაობს.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე ქვეყანამ იმპორტირებულია 27 ათას ტონაზე ოდნავ მეტი კარტოფილი, რაც მეორე ყველაზე დიდი იმპორტის მოცულობაა, 2015 წლის შემდეგ. წინა ცხრა სეზონის იმპორტის საშუალო მოცულობა ოქტომბერ-აპრილი გაცილებით დაბალია 12 ათას ტონაზე. კარტოფილის დიდი მოცულობის იმპორტი საქართველოში ფასებს მაღალ, მაგრამ სტაბილურ დონეზე ინარჩუნებს. იმპორტის გარეშე კარტოფილი გაცილებით გაძვირდებოდა, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში.

საქართველოში კარტოფილზე ფასების შემცირების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი მოიაზრება:. ჯერ ერთი, ახალი მოსავალი იწყებს ბაზრის შევსებას და როცა ჭარბია მიწოდება, ფასები დაბლა იწევს. მეორე, – რეგიონში კარტოფილი კვლავ იაფია, ვიდრე საქართველოში, ამიტომ მეზობელ ქვეყნებს საქართველოში ექსპორტის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ. რაც ასევე ამცირებს ფასების ზრდის შესაძლებლობას.

ამჟამად საქართველოში კარტოფილის ძირითადი ექსპორტიორები რუსეთი და ბელორუსიაა, მაგრამ შესაძლოა ბაზარზე თურქული კარტოფილიც დაბრუნდეს. სანამ თურქეთი კარტოფილის ექსპორტს აკრზალავდა, სწორედ ის იყო კარტოფილის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის. AgroPrice.net-ის მიხედვით, თურქეთის ქალაქ სტამბულში კარტოფილის საშუალო საბითუმო ფასი ამ დროისთვის 0,34 დოლარია/კგ.

Leave a comment