ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. – ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
მკვლევართა ჯგუფი უფროსი პოლ დიერმეიერი ფიქრობს, რომ საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს მიწის მასის 38-დან 50%-მდე დღევანდელისაგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ტროპიკული კლიმატი გავრცელდება დედამიწის მიწის მასის 23%-დან 25%-მდე. დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი მშრალი გახდება.
ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება, თუ კაცობრიობა უახლოეს მომავალში არ შეამცირებს ატმოსფეროში გამონაბოლქვს.
ყველაზე მეტად კლიმატური ცვლილებები მოსალოდნელია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზონებში. 2100 წლისთვის ევროპის 89%-მდე და ჩრდილოეთ ამერიკის დაახლოებით 66%-ს შეუძლია სხვა კლიმატურ ზონაში გადავიდეს.
კვლევაზე დამყარებული პროგნოზით, ყველაზე დრამატული ცვლილებები მოხდება პოლარულ ზონაში, რომელიც 1901-1930 წლებში ჩვენი პლანეტის მიწის ფართობის დაახლოებით 8%-ს მოიცავდა. დღეისათვის ის უკვე 6,5%-მდე შემცირდა.
კლიმატური ცვლილებები სახეზეა საქართველოშიც. მისი ნეგატივი ყველაზე მეტად კახეთს შეეხო. იკლებს გლობალური მოსავლიანობის მაჩვენებელი. მზადაა თუ არა ქართველი ფერმერი გადაეწყოს კლიმატგონივრულ მეურნეობაზე მოსავლიანონის შესანარჩუნებლად? რა გავლენა მოახდინა კლიმატის ცვლილებებმა საქართველოზე და რა გეგმა აქვს ქვეყანას მის შესაჩერებლად? – ნახეთ აქ ?