მეფუტკრე ოჯახი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების გარდა, წარმოების ახალ ხაზს ამტებს და წარმატებით ამუშავებს. ესაა ფუტკრის აპითერაპიული პროდუქტები, – სახის მკვებავი ფუტკრის რძით და დამწვრობის მალამო, რომელიც დინდგელის ბაზაზეა დამზადებული.
“აგრო სიახლეებმა” ეს საინტერესო საოჯახო მეურნეობა “თბილსის თაფლის ფესტივალი 2023-ზე” გაიცნო.
ღოღობერიძეების მეფუტკრეთა ოჯახი (მზეო და თეიმურაზ ღოღობერიძეები) წლებია ფუტკრის უკლებლივ ყველა პროდუქტს აწარმოებს და ყიდის, თუმცა ბოლო დროს მეფუტკრე ქალბატონმა. მზეო ღოღობერიძემ, “გულას” ბრენდქვეშ ფუტკრის აპითერაპიული პროდუქტების ხაზიც დაამატა.
საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე, მეუღლესთან ერთად, საკუთარი კოსმეტიკური ნაწარმის უნიკალურობაზე გვიყვება. მოისმინეთ, რისგან და როგორ ამზადებენ ამ ნატურალურ კრემებს და მალამოებს. ?
როგორ მზადდება და რამდენად სასარგებლოა თაფლის კოსმეტიკა?– მეფუტკრე ქალების ამ წამოწყებას გაეცანით აქ ?
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?