პარლამენტმა გასულ კვირას, 77 ხმით, მესამე მოსმენით „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. როგორც ტავად თავად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია საკანომდებლო ბაზის შექმნა, რაც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ცვლილებით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.