“სოფლად მუშახელი დეფიციტური და ძვირია, რაც ქართულ აგროპროდუქტს კიდევ უფრო აძვირებს,” – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” ბიომეურნეთა ასოციაციის “ელკანას” დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ, განუცხადა.
მისი თქმით, ქართული სოფლებიც დაცლილია და მიგრაციის შეუქცევადი პროცესი პრობლემურია ქალაქადაც.
“ელკანას” დირექტორი ამბობს, რომ სოფლად ოჯახების შემოსავლის ზრდა სახელმწიფო აგროპოლიტიკაში პრიორიტეტი უნდა იყოს.
“ელკანას” ინფორმაციით, ევროპული აგროწარმოების 25% ბიო იქნება 2030 წლისთვის და თუ საქართველოს სურს ევროპაში ინტეგრირება, აუცილებელია სოფლის მეურნეობის, ბიოლოგიურად სუფთა აგროწარმოების, განვითარება. მარიამ ჯორჯაძის თქმით, ბიოსერტიფიცირება დღეს ფერმერისთვის დამატებითი ხარჯია და თუ მწარმოებელი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის პროდუქტს, სერტიფიცირების სურვილი არც აქვს, არადა, “ელკანას” მტკიცებით, მასპროდუქტებით საქართველო კონკურენტული ვერასდროს გახდება, მხოლოდ ადგილობრივ ბიოპროდუქტებს აქვთ უნარი ნიშა მოიპოვონ საერთაშორისო ბაზრებზე.
უშუალოდ ბიოწარმოების განვითარების სტრატეგია მტავრობას არ აქვს.
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მისი პირველადი ბიუჯეტი 300 ათასი ლარია, თუმცა, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი, “აგრო სიახლეებს” უხსნის, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება, თუ მასზე მარალი მოთხოვნა დაფიქსირდება. სახელმწიფო ბიოპრეპარატებით აფინანსებს მხოლოდ თაფლისა და ღვინის სექტორებს. ბიოსერტიფიცირების ხარჯს კი ნებისმიერ ბიომეურნეს უსუბსიდირებს.
რა პრობლემებია ბილოგიურ აგროწარმოებაში? გვაქვს თუ არა ტრატეგია და სამოქმედო გეგმა? რამდენად ეფექტურად მუშაობს ბიოწარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა? უფრო მეტი გაიგეთ აქ ?