უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთი ტოვებს. ოფიციალურმა მოსკოვმა დღეს განაცხადა, რომ გაეროს შუამავლობით გაფორმებულ საეტაპო შეთანხმებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
Reuters – ის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი მოთხოვნა იყო რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის (როსელხოზბანკი) ხელახლა დაკავშირება SWIFT საერთაშორისო გადახდების სისტემასთან. მხოლოს ამ პირობის შესრულების შემთხვევაში გეგმავს რუსეთი, შეთანხმებას დაუბრუნდეს.
ქვეყანა ევროკავშირმა ფინანსურ იზოლაციაში მოაქცია და შარშან ივნისში უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერება საფრთხეს უქმნის მთავარ სავაჭრო მარშრუტს უკრაინიდან, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
შეგახსენებთ, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა გაერო-ს, თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ივლისში და რამდენჯერმე გახანგრძლივდა. შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ბოლო შეთანხმებას ვადა დღეს ამოეწურა.
შეთანხმების ფარგლებში უკანასკნელმა გემმა ოდესის პორტიდან გუშინ გამოვიდა