მიმდინარე წელს საქართველოდან მარწყვის რეკორდულად მაღალი ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” კენკროვანი კულტურების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 200.9 ტონა ახალი მარწყვი და ხენდრო, რომლის ღირებულებამ 276 ათასი დოლარი შეადგინა.
“მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, 2023 წელს რეკორდულად მაღალი ადგილობრივი ექსპორტი დაფიქსირდა. კერძოდ, 1-ელ 5 თვეში ექსპორტირებულია 189 ტონა ახალი მარწყვი, შემოსავლის სახით კი საქართველომ 250 ათასი აშშ დოლარი მიიღო. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, პროდუქციის 91% სომხეთში, ხოლო 9% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, ” – ვკითხულობთ კვლევაში.