ჯანდაცვის სერვისებით უკმაყოფილო განსაკუთრებით ონკოპაციენტებია. ვისაც საშუალება აქვს საზღვარგარეთ მკურნალობას არჩევს. ამას სოციალურ ქსელში სახელდახელოდ ჩატარებული ჩვენი მცირე გამოკითხვაც ადასტურებს. დავწერეთ პოსტი, სადაც მოქალაქეებს ვთხოვეთ პირადი გამოცდილება გაეზიარებინათ სოფლებსა და რეგიონებში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. გამოკითხული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა.