Mercer CFA Institute Global Pension Index-მა თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 44 ქვეყნის საპენსიო სისტემას ასახავს.
საუკეთესო საპენსიო სისტემად 2022 წელს ისლანდია დასახელდა, რომლის საერთო შეფასება A კატეგროიას განაკუთვნეს, ხოლო საერთო ქულების ოდენობა 84.7-ით განისაზღვრა.
აღმოჩნდა, რომ ისლანდიას აქვს საჯარო და კერძო სექტორის პენსიების ყველაზე ჯანსაღი ნაზავი. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, თქვენ უნდა იცხოვროთ ქვეყანაში მინიმუმ 40 წელი ან მეტი, 16-დან 67 წლამდე, რომ სრულად ისარგებლოთ ხანდაზმულობის პენსიით.
საუკეთესო ქვეყნების სია საპენსიო სისტემის მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისლანდია – 1965 დოლარი
- ნიდერლანდები – 1270 ევრო
- ფინეთი – 1845 ევრო
- დანია – 980 დოლარი
- ნორვეგია – 1 513 დოლარი
- შვედეთი – 1,319 დოლარი
- დიდი ბრიტანეთი – 1588 დოლარი
ცნობისთვის, Mercer CFA-ის კვლევითი ინსტიტუტი უკვე წლებია აქვეყნებს გლობალურ საპენსიო რეიტინგს, რომელიც თითქმის ყველა ძირითად ფაქტორს ითვალისწინებს და ქვეყნებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.
შეგახსენებთ, საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის – 60 წელია.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა. 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსია 365 ლარია, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის – თითქმის 440 ლარი.