საქართველოში ნუშის სეზონი დასრულდა.
აგროანალიტიკური ფლატფორმის, East Fruit-ის, ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყნიდან პროდუქციის მხოლოდ 10% არის ექსპორტირებული. მათი განმარტებით, ადგილობრივი წარმოება სწრაფი ტემპით იზრდება და უახლოეს მომავალში საქართველომ ნუშის ექსპორტის საკითხი უნდა მოაგვაროს.
2022-2023 წლის სეზონზე, საქართველომ ექსპორტზე 130 ტონა ნაჭუჭიანი და 23 ტონა ნაჭუჭის გარეშე ნუში გაიტანა. შარშან პროდუქტი სრულად უზბეკეთში გავიდა, წელს კი – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ჯამური შემოსავალი ნუშისგან 280 ათასი დოლარი იყო, საიდანაც ნუშის გულებზე 40% მოდის.
საქართველოში იმპორტით მხოლოდ ნუშის მარცვალი შემოდის. გასულ სეზონზე ქვეყანამ 120 ტონა ნუშის გული იყიდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო რვა წლის განმავლობაში, ეს კი, თავის მხრივ, ადგილობრივი გადამამუშავებელი სექტორის სისუსტით აიხსნება.
2022-2023 წლების სეზონზე საქართველოში 2000-2500 ტონა ნუში იწარმოებოდა, რაც წინა სეზონზე ორჯერ მეტია.
ადგილობრივი ასოციაციის ქართული ნუშის წარმოების სწრაფ ზრდას პროგნოზირებს. მათი გათვლით, 2027 წელს ქართული ნუშის ადგილობრივი წარმოება 14 000 ტონას გადააჭარბებს.