? მთავრობა ფქვილის საიმპორტო გადასახადს ზრდის, რითაც ცდილობს ქართველ მეხორბლეებს მოსავლის რეალიზაციაში დაეხმაროს. დამატებითი საფასური დაწესდა ქერისა და ქატოს იმპორტზე. როგორ შეხვდა სექტორი სიახლეებს და როგორი იქნება მთავრობის ინტერვენციის ეკონომიკური ეფექტი?
? სახელმწიფო დახმარებას მხოლოდ ის მევენახეები მიიღებენ, რომლებსაც სეტყვის შედეგად ყურძენი სრულად დაუზიანდათ და ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ. სახელმწიფო კომპანია იბარებს სეტყვით დაზიანებულ ყურძენსაც. რამდენად სწორი და თანმიმდევრულია, რა კითხვებს აჩენს ასეთი აგროპოლიტიკა? რამდენად ახერხებს ზარალის პრევენციას დელტას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რომელიც 20 მილიონი ლარი დაჯდა.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
1. ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2. ლევან სილაგავა – საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
3. ნოდარ სირბილაძე – ეკონომისტი.
4. დავით გოროზია – ფერმერი.
5. ნატალია ხარატიშვილი – სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. ?