Skip to content Skip to footer

აგროექსპორტში უკრაინის ზარალი 3 მლრდ დოლარია-Bloomberg

ომის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში უკრაინის ზარალი 3 მლრდ დოლარია, რაც მთლიანი თანხის 70-75%-ს შეადგენს, რომელსაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან მოვაჭრეები უკრაინის ფარგლებს გარეთ ინახავენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი ქვეყნის ეროვნული ბანკის დახურულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ანდრეი პიშნი, Forbes Ukraine-ს განუცხადა, რომ ექსპორტიორებმა ქვეყანას დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალი არ დაუბრუნეს, რაც ზრდის წნეხს ოქროსა და სავალუტო რეზერვებზე, რაც ჯამში ეკონომიკას აზარალებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას კიევმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლი გაამკაცრა:

  • ექსპორტიორი კომპანიების რეგისტრაცია სახემწიო სასოფლო-სამეურნეო რეესტრში იმ პირობით მოხდება, თუ ეს არის მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ გადასახადის გადამხდელად არაუგვიანეს 2022 წლის 23 თებერვლისა;
  • სახელმწიფოსთვის უცხოური ვალუტის შემოსავლის დაბრუნების ვადა შემცირდა 90 დღემდე;
  • კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ექსპორტის ლიცენზიის აღება;
  • კომპანიებს დღგ მხოლოდ უცხოური ვალუტის სახელმწიფოსთვის გადარიცხვის შემდეგ დაუბრუნდებათ.