Skip to content Skip to footer

კაკლის ბაღები კახეთში – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაფართოებული ბიზნესსაქმიანობა

მასალა მომზადებულია საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში

ამ სტატიით ლაფანყურში მცხოვრებ ქეთევან ვართანაშვილის მეურნეობაზე მოგიყვებით. 2018 წელს, როდესაც ის და მისი ოჯახი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებაზე ფიქრობდნენ, კახეთისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი მეურნეობის – ვენახის გაშენების ნაცვლად, გადაწყვიტეს კაკლის ბაღი დაერგოთ. არჩევანი – ჩანდლერის ჯიშზე შეაჩერეს.

ჩანდლერის კაკალი ამერიკული ჯიშია, რომელიც პარადოქსის საძირეზე, კალიფორნიაში, 1979 წელს გამოიყვანეს. საქართველოში კი 2014 წელს შემოიტანეს.

ENPARD-ის დაფინანსებით, ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰექტარზე კაკლის თანამედროვე ბაღების გაშენება საწყის ეტაპზე დაახლოებით 8-9 ათასი ლარი ჯდება. როგორც ქეთევანი გვიყვება, პირად ფინანსურ რესურსთან ერთად 20 ჰექტარზე კაკლის ბაღის გასაშენებლად საჭირო თანხა საქართველოს ბანკის შეღავათიანი აგროსესხით სარგებლობით მიიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ კაკალს სრული მსხმოიარობისთვის 7-8 წელი სჭირდება, ქეთევანის ოჯახი, რომელმაც ბაღი 6 წლის წინ გააშენა, მოსავლის სიუხვეს მომავალი წლიდან ელოდება.

“2018 წლიდან საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსით 2-ჯერ ვისარგებლეთ. თავდაპირველად, 100 000 ლარით ნერგები შევიძინეთ და ბაღში სარწყავი სისტემა მოვაწყვეთ, შემდეგ აღებული 80 000 ლარით კი ტექნიკა და საჭირო დანადგარები-კულტივატორი, სახნავი, შესაწამლი მოწყობილობა და სხვა”.

კაკლისგან განსხვავებით საქართველოში უფრო მეტად თხილის ბაღებია გაშენებული. სწორედ თხილის ბაღს ფლობს კახა ნანავა. მან ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში თხილის ბაღი 2012 წელს დაახლოებით 6 ჰექტარზე გააშენა. ბაღის გაშენება აწარმოე საქართველოში მოპოვებული თანხით და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო.

“თანხა თხილის ბაღისთვის სარწყავის მოსაწყობად გამოვიყენეთ. წყალი არ იყო , ამიტომ ჭაბურღილით წყალი 110 მეტრის სიღრმეზე გავთხარეთ და ამის შემდეგ წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოვაწყვეთ, ასევე შევიძინეთ ტრაქტორი” .

კახა ნანავა გვიყვება, რომ ბაღში სამუშაოს სეზონურობიდან გამომდინარე ადამიანებს, უმეტესად თხილის მოსავლის მიღების სეზონზე ასაქმებს, ძირითად საქმეებს კ თავად უძღვება. მისი თქმით, სექტორი წლების წინ, როდესაც თავად დაიწყო ეს საქმიანობა გაცილებით შემოსავლიანი იყო. გვიხსნის, რომ ახლა მოსავლის რეალიზება უჭირს. ამ ეტაპზე პროდუქციას მხოლოდ, ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სურს რომ სამომავლოდ ექსპორტზეც გავიდეს.

“თხილის ფასი შემცირდა მისი მოვლის ხარჯები კი გაიზარდა, თავიდან როცა ეს ბიზნესი დავიწყეთ გაცილებით მომგებიანი იყო. კონკურენციაც გაზრდილია. წლევანდელი მოსავალი ჯერ გაყიდულიც არ მაქვს. ფასები ძალიან დაბალია.” – გვეუბნება კახა ნანავა.

საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის დაფინანსებისთვის მრავალ პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალწლიანი კულტურების დაფინანსების პროექტით, რომელიც მოიცავს საშეღავათო პერიოდს და დაფარვის მოქნილ გრაფიკს. დეტალები იხილეთ ბმულზე https://go.bog.ge/3Rhlk3V