ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. NDI-სა და CRRC-საქართველოს კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2%-ია.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში.
“აგრო სოახლეებს” ამ პრობლემაზე არაერთი გადაცემა აქვს გაკეთებული. პრობლემის არსს საფუძვლიანად გაეცანით ქვემოთ 👇
გადაცემა სრულად👉 https://www.facebook.com/agrogaremo.ge/videos/559442011450052