გია ბურჯანაძეს სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში აქვს. ზამთარში მწვანილს, ზაფხულში კი ბოსტნეულს აწარმოებს. Როგორც მეწარმე აღნიშნავს, ყველაზე დიდი ოდენობით ექსპორტზე ცერეცო გადის. ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზარი კი ამჟამად უკრაინაა. Მისი თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მწვანილის წარმოებას დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა, არასტაბილური ბაზარი და ფასები ბიზნესის ამ სახეობის წარმატებას მკვეთრად აფერხებს.