აქვს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს პროგრამა, რომელიც ცხოველთა დაცვას, სტერილიზაციასა და კასტრაციას ითვალისწინებს? – ადგილობრივ მედიას, Tok.tv -ის, წალკის მერიაში უთხრეს, მათ მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი არც პროგრამა და არც თავშესაფარი არ აქვთ.
მოსახლეობამ ადგილობრივ მედიას, ჩვენს პარტნიორ რედაქციას, toktv-ის უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. აქვს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს პროგრამა, რომელიც ცხოველთა დაცვას, სტერილიზაციასა და კასტრაციას ითვალისწინებს, – ამ საკითხზე Tok.tv -იმ მულტიმედიური მასალა მოამზადა.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი ამბობს, რომ ქვემო ქართლში დაგეგმილ მიუსაფარ ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობაში წალკის მუნიციპალიტეტიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ამ აპირება ადგილობრივები წლებია ისმენენ. ფეოხარ პასარკევოვი პირობასაც დებს, რომ როგორც კი პარლამენტი მიიღებს კანონს, შინაურ ცხოველებზე, მასაც გაითვალისწინებენ. სანამ წალკის მერია ქუჩის ცხოველების პრობლემის მოსაგვარევლად რამეს მოიფიქრებს, წალკის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში 4-5 ჯერ იმატა ძაღლების დაკბენის შედეგად დაშავებული პაციენტების მიმართვიანობამ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფუნქციებში შედის. მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე და პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს tok.tv -ისთან საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი და ამბობს რომ ადგილობირვი მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობაა მიუსაფარ ცხოველთა საკითხების გადაწყვეტა, რასაც მათ ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის შესახებაც ავალდებულებს. 👇
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა. კანონის პროექტზე საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და მისი ინიციატორი არის სწორედ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ხატია წილოსანი ამტკიცებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში გაითვალისწინეს საერთაშორისო გამოცდილება. გაიმართა 60-მდე შეხვედრა საჯარო განხილვებისთვის. ცხოველთა კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისებისთვის ბიუჯეტიდან 2024-2026 წლებში ეტაპობრივად 80 მლნ ლარი გამოიყოფა.
შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.
ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში.
ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები ახლებურად დარეგულირდება. ახლებურადაა დანახული კომპანიონი ცხოველის დაკარგვა-პოვნასთან დაკავშირებული საკითხებიც. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოველთა ყოლაზე ლიმიტი წესდება.
შემოდის საშენების ავტორიზაციის ვალდებულება. გაწერილია საშენში ცხოველთა ლიმიტიც.
რას ითვალისწინებს და რას ვერ ფარავს კანონი პოპულაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხში, ჯიშიანი ცხოველების ყოლა-მოვლა-გამრავლებისა და ძაღლსაშენების ავტორიზაციის საქმეში? – კინოლოგების შენიშვნები მოისმინეთ აქ 👇
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇
გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: 👇