საკონსუტაციო კომპანია “როქის” დირექტორი, დავით ბოსტაშვილი, “აგრო სიახლეებს” უხსნის, რომ ცხოველს, როგორც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას. აღმოჩნდა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.
ცხოველებში სითბური სტრესის რისკების შესახებ დეტალები ნახეთ აქ 👇
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇