გარდა პირდაპირი დარტყმისა, კლიმატური ცვლილებით მეცხოველეობა იღებს ირიბ დარტყმასაც. გვალვების ან ინტენსიური წვიმების გამო მცირდება მოსავლიანობა მემცენარეობაში, რაც, ტავის მხრივ, მეცხოველეობის საკვებბაზას წარმოადგენს. გაუდაბოებულია საძოვრები და მათი გაკეთილშობილება პასუხისმგებელი უწყების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, თუნდაც გასარწყავიანებით, ბალახის შეთესვით სამუშაოებით ან სხვა აქტივობით. გასაზრდელია მარცვლეულის ადგილობრივი წარმოებაც.
ცხოველს, როგრც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას. აღმოჩნდა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.
რა იცის კლიმატური ცვლილებიუს რისკზე ქართველმა ფერმერმა, აცნობიერებს თუ არა პრობლემისა და საფრთხის მასშტაბს და რამდენად ემზადება პრევენციული ღონისძიებებისთვის. ამის გარკვევა გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობის საერთაშოირო ასოციაციის თავმჯდომარესთან, თავადაც ფერმერთან, ამირან კოჩალიძესთან, რომელსაც თბილისთან ახლოს მდებარე ფერმაში ვესტუმრეთ და ინტერვიუც ადგილზე ჩავწერეთ. 👇
ცხოველებში სითბური სტრესის რისკების შესახებ დეტალები ნახეთ აქ 👇
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇