ეკონომისტის მიწასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, მეტწილად, იზიარებენ ფერმერებიც.
რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ადასტურებს, რომ მიწა, როგორც წესი, სესხის უზრუნველყოფის აქტივია, თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, საქართველოში ბანკის მიერ არაადეკვატურად დაბალი ღირებულებით ფასდება. ფერმერები ჩივიან, რომ ბანკები მათგან სესხის უზრუნველყოფისთვის უფრო ლიკვიდური ქონების დამატებას ითხოვენ, მაგალითად ბინის.
კოჭლამაზიშბილი “აგრო სიახლეებს” უხსნის, რომ, ამ მხრივ, პრობლემა ექმნება ქალ-ფერმერებს, რადგან ქონება, უმეტესად, მამაკაცების სახელზეა რეგისტრირებული. აგროსესხების მიღება უჭირთ ახალგაზრდა სტარტაპერებსაც.
კოჭლამაზიშვილი ამბობს, რომ შესაცვლელია შეღავათიანი აგროსესხის დაფინანსების ქვედა 20 000 ლარიანი ზღვარიც, რადგან მის მიღმა რჩებიან მცირე და საშუალო მეარმეები. მართალია, ამ ლუფტს მიკროსაფინანო ორგანიზაციები ავსებენ, თუმცა ეს ფერერებს ძვირი უჯდებათ.
ფერმერთა ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ დღეს მეცხოველეობა არის ერთ-ერთი დარგი, რომელსაც კომერციული ბანკები თითქმის არ აკრედიტებენ.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇