აგროსპეციალიზებული საბანკო საკრედიტო ოფიცრების გადამზადება იგეგმება, – ამაზე საქართველოს საბანკო ასოციაცია ფერმერთა ასოციაციასთან ერთად მუშაობს.
საერთასორისო პრაქტიკაში აგრარული ბიზნესის დაკრედიტებაზე შესაბამისი სპეციალიზებული ბანკები მუშაობენ.
რამდენად რეალურია საქართველოშიც გაჩნდეს აგროსაკრედიტო ბანკები, – ეს “აგრო სიახლეებმა” ორივე მხარესთან მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ მზაობა ორივე მხრიდანაა. საბანკო ასოციაცია სპეც.პროგრამას ამუშავებს. ფერმერთა ასოციაციაში კი არ გამორიცხავენ, რომ მიკრობანკების ცნების შემოღება და დაშვება სწორედ სპეციალიზებული ბანკების გაჩენის წინაპირობა გახდება.
მოუსმინეთ დავით რუსიას, საბანკო ასოციაციის ანალიტიკურ დირექტორს.
ნობისთვის, ფერმერების ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა კაპიტალის ბაზარს ენიჭება. კაპიტალის ბაზრის შექმნის პროცესში კი ეკონომისტები მიწის ბაზრის როლს წამოსწევენ. მიწა, როგორც წესი, სესხის უზრუნველყოფის აქტივია, თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, საქართველოში ბანკის მიერ არაადეკვატურად დაბალი ღირებულებით ფასდება. ფერმერები ჩივიან, რომ ბანკები მათგან სესხის უზრუნველყოფისთვის უფრო ლიკვიდური ქონების დამატებას ითხოვენ, რაც დამატებით პრობლემას უქმნების ქალ-ფერმერებსა და ახალგაზრდა სტარტაპერებსაც. როგორც ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, კომერციული ბანკები თითქმის არ აკრედირებენ მეცხოველეობას. მათივე მტკიცებით, შესაცვლელია შეღავათიანი აგროსესხის დაფინანსების ქვედა 20 000 ლარიანი ზღვარიც, რადგან მის მიღმა რჩებიან მცირე და საშუალო მეწარმეები.
სრული გადაცემის ნახვა შეგიძლიათ აქ 👇