ბუნებაზე ზეწოლა რომ შემცირდეს, აუცილებელია კაცობრიობამ შეამციროს წიაღისეული რესურსების გამოყენება, – ასე ფიქრობს გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.
მან კლიმატის ცვლილებაზე დეტალურად ისაუბრა ჟურნალისტიკის რესურსცენტთან ინტერვიუში, სადაც საქართველოსა და გერმანიის მაგალითზე განმარტა, რატომ არის კარგი წიაღისეულის მოპოვება განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლდეს.
“გერმანიაც და საქართველოც ტრადიციულად წიაღისეული ენერგიის იმპორტს ახორციელებენ. შემოგვაქვს გაზი, ასევე ვყიდულობთ ნავთობს. ეს გვხდის ენერგოდამოკიდებულს სხვა ქვეყანაზე, რაც დისკომფორტულია. ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებით არასახარბიელოა რუსეთზე დამოკიდებულება. გერმანიამ უკვე მიიღო მწარე გაკვეთილი, რადგან საკმაოდ ბევრ ნავთობსა და გაზს ვყიდულობდით რუსეთისგან. ახლა შევწვიტეთ რუსული ენერგორესურსების იმპორტი, თუმცა, ძალიან ძვირი დაგვიჯდა. თუ თქვენ, საქართველო, წყლის, მის, ქარის ენერგიებს გამოიყენებთ, დამოკიდებული აღარ იქნებით, საკუთარი ენერგია გექნებათ, ასევე შექმნით სამუშაო ადგილებს, ადამიანებს ექნებათ შემოსავლის სტაბილური წყაროები. მნიშვნელოვანია გააზრება, რამხელა შესაძლებლობებს ქმნის წიაღისეულიდან განახლებად ენერგიებზე გადასვლა,” – ამბობს ერნსტ პეტერ ფიშერი.
მისი მტკიცებით, ეკომიგრაცია ახალი პრობლემაა, რომელიც სამყაროს კლიმატის ცვლილებამ მოუტანა.
“ჩვენ გაგვაჩნია კლიმატის გარკვეული დიაპაზონი და ახლა ამ დიაპაზონის ბოლოს ვართ, უფრო მეტიც, ამ ყველაზე ცხელი დიაპაზონის გადაკვეთასაც კი ვაპირებთ,”– ამბობს გერმანელი დიპლომატი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტიკის რესურსცენტთან ინტერვიუში და ამატებს, რომ ადამიანები გიჟურ ექსპერიმენტს ვატარებთ. ერნსტ პეტერ ფიშერს მაგალითად მოჰყავს კოღოებისა და ფუტკრების გადაშენებამდე მისვლის ფაქტები.
რა კლიმატურ რისკებს ხედავს საქართველოში ერნესტ პეტერ ფიშერი, ნახეთ აქ 👇
რა რისკებს ქმნის კლიმატური ცვლილება მეცხოველეობაში, ნახეთ აქ 👇