საქართველოში მეაბრეშუმეობას თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა ახლა დარგი სრულ სტაგნაციაშია, აღდგენაზე მუშაობა კი – ფრაგმენტული. ქვეყანაში თუთის პლანტაციები თითქმის სულ გაჩეხილია, მეტ-ნაკლებად შემორჩენილია მხოლოდ კახეთში, არადა პრემიუმ ხარისხის ქართულ აბრეშუმში ფაქტურით, ფერითა და მედეგობით, გამორჩეული ადგილი იმერულ აბრეშუმს ეკავა. დარგის აღდგენისა და სტიმულის კომპლექსური ხედვა ჯერ არ ჩანს. ქართული აბრეშუმის კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი, – რა ეკონომიკური ეფექტი შეუძლია მისცეს ქვეყანას მეაბრეშუმეობამ ექსპორტის, ტურიზმის და რეგიონების ფინანსურად გასაძლიერებლად? სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ ქართული აბრეშუმით დიდ საქარავნო გზაზე?
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ნარგიზ ბარამიძე – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ნუცა ცისკარიშვიი – “ოტიას ეზოს” მენეჯერი, მეაბრეშუმე, ინფლუენსერი.
გიორგი ფანცულაია – დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმის დირექტორი.
ბესო ქუთათელაძე – აგროინჟინერი მეაბრეშუმეობის კვალიფიკაციით.
🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇