Skip to content Skip to footer

ქართული რძის ნიშნით “წიფორა სამცხე” დღეში 12 ტონა რძეს ამუშავებს

ქართული რძის ფედერაციის თავმჯდომარე და შპს “წიფორა სამცხის” ხელმძღვანელი, რევაზ კაჭკაჭიშვილი, “აგრო სიახლეებს” უხსნის, რომ ფედერაციაში მხოლოდ ის მეწარმეები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც მხოლოდ ქართულ ნატურალურ რძეზე მუშაობენ. ფედერაცია “ქართული რძის” ნიშნის პოპულარიზაციას ცდილობს. ამ ეტაპზე კი ქართული რძის ნიშანს ამ ნიშანს 40-მდე მეწარმე ფლობს. რიცხვი მუდმივად მზარდია, რადგან ეს ავტომატურად მომხმარებლის მეტ ნდობას. გარდა ამისა, ამ ნიშნნის ქვეშ მეწარმეებს ქსელურ მაღაზიაებშიც უადვილდებათ შეღწევა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ბოლო წლებში მოთხოვნა ქართულ ყველზე გაზრდილია. “წიფორა სამცხის” საწარმო სამცხეში მდებარეობს, ახალციხეში, სოფელ ურამელში. მის ასორტიმენტშია: სულგუნი, შებოლილი სულგუნი, იმერული ყველი, ქარხნული ყველი, ნადუღი. დასაქმებული ყავს 45 ადამიანი, სეზონურად მათი რიცხვი მზარდია.

საწარმო საწარმო ამჟამად 12 ტონა რძეს ამუშავებს დღიურად. კომპანიას მუშა ხელის დეფიციტი აქვს.

“მერსი ქორფსთან”, როგორც დონორთან, 2011 წლიდან თანამშრომლობს.