Skip to content Skip to footer

ყველაზე მეტად ხილი გაძვირდა – ნახეთ რა გაიაფდა

საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.

ყველაზე უფრო გაძვირებული პროდუქტების ათეული:

  • მწვანილი – 58%
  • ჭარხალი – 51%
  • საზამთრო – 48%
  • ვაშლი – 45%
  • ნიორი – 38%
  • კივი – 37%
  • მსხალი – 33%
  • ატამი – 32%
  • წიწაკა – 31%
  • ბენზინი – 25%

სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და ანტიბიოტიკები.

ყველაზე უფრო მეტად გაიაფდა:

  • ხახვი – 33%
  • წიწიბურა – 27%
  • კიტრი – 22%
  • ნათურა – 19%
  • ლიმონი – 17%
  • მზესუმზირის ზეთი – 14%
  • სიმინდის ფქვილი – 13%
  • მარარინი – 11%
  • მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 10%
  • მანანის ბურღული – 9,4%