Skip to content Skip to footer

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედება გადავადდა

2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო.

მთავრობის 31 მაისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც კანონის ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

ამ პერიოდიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება შემდეგი მარცვლოვნები:

  • შვრია
  • ქერი
  • ბრინჯი
  • ჩიტიფეტვა
  • ჭვავი
  • სორგო
  • სუდანის ბალახი
  • ხორბალი
  • ტრიტიკალე
  • სიმინდი (გარდა ტკბილი და ბუშტარა სიმინდისა)

რაც შეეხება ბოსტნეულისა და ბაღჩეულის სახეობებს, ასე გამოიყურება:

  • ხახვი
  • ნიორი
  • შნიტი
  • ჭყიმა
  • ნიახური
  • სატაცური
  • ბრაუკოლი;
  • კომბოსტო;
  • ბროკოლი;
  • წიწაკა და ა.შ.

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა სულად იხილოთ საკანონმდებლო მაცნეზე.