Skip to content Skip to footer

საქართველო, როგორც მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, მსოფლიოში მე-100 ადგილზეა

გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) მე-18 გამოცემის მიხედვით, რომელიც 163 დამოუკიდებელ სახელმწიფოს  აერთიანებს, საქართველო მშვიდობისმოყვარეობის მიხედვით, მეასე ადგილზეა.

ამჟამად მსოფლიოში 56 აქტიური კონფლიქტია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტები თანდათან უფრო ინტერნაციონალიზებული ხდება და პროცესში რეგიონები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან.

შედეგებმა აჩვენა, რომ გლობალური სიმშვიდე გაუარესდა 0,56 პროცენტით.

მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ისლანდია რჩება. მას მოჰყვება ირლანდია, ავსტრია, ახალი ზელანდია და სინგაპური. ამ ქვეყნებიდან ყველა, სინგაპურის გარდა, კვლევის პირველ წელსაც ათ ყველაზე მშვიდობიან ქვეყანას შორის იყო.

2024 წელს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანა იემენია. იემენს მოჰყვება სუდანი, სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და უკრაინა.

2008 წელთან შედარებით, 25 ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა 1%-ით უფრო მშვიდობიანი იყო 2024 წელს.

მშვიდობის ყველაზე მაღალი ინდექსით გაუარესება აღინიშნა ისრაელსა და პალესტინაში ღაზას კონფლიქტის გამო.  ამ ქვეყნებს მოჰყვება ეკვადორი, გაბონი და ჰაიტი.

ინდექსში ყველაზე დიდი გაუმჯობესება ელ სალვადორს ჰქონდა. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ნიკარაგუას, საბერძნეთს.

ევროპა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. ათი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნიდან რვა ევროპაშია. ევროპა ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რცება კვლევების დაწყებიდან დღემდე.

ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან რეგიონად ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონი დარჩა.

სიმშვიდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ვარდნაა კანადასა და აშშ-ში. მიუხედავად ამ გაუარესებისა, ის რჩება მესამე ყველაზე მშვიდობიან რეგიონად მსოფლიოში.

GPI-ის 23 მაჩვენებლიდან რვა მაჩვენებლის გაუმჯობესება და 13 -ის გაუარესება დაფიქსირდა.

სამხედრო ხარჯების გაუარესება აისახება მილიტარიზაციის გაუარესებაზე.

ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში მკვლელობების რაოდენობის დიდი შემცირება აღინიშნა, თუმცა, ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაინც აქ დარჩა.

ბოლო 16 წლის მანძილზე მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი გახდა GPI-ის დაარსებიდან დღემდე  163 ქვეყნიდან  95-ში გაუარესება, 66-ში კი გაუმჯობესება დაფიქსირდა.  

უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს.

ღაზას კონფლიქტის შედეგად კი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 35000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რასაც შედეგად მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა.

ეს კონფლიქტები „მარადიული ომების“ მაგალითებია.

კვლევის თანახმად, საომარ ვითარებაში დრონების გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა.

განვითარებადი სახელმწიფოები, როგორიცაა მაგალითად,  ჩინეთი და რუსეთი, სულ უფრო მეტად იბრძვიან გავლენის მოპოვებისთვის.

მიუხედავად სამხედროების შემცირებისა, 2014 წლიდან 10 %-ით გაიზარდა გლობალური სამხედრო შესაძლებლობები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სამხედრო მიმართულებით ჩინეთს აქვს.

ბოლო 16 წლის მანძილზე მსოფლიო მეთორმეტედ გახდა ნაკლებად მშვიდობიანი.

სიმშვიდის საშუალო დონე, წინა წელთან შედარებით, 0,56 პროცენტით გაუარესდა.