Skip to content Skip to footer

სად გაქრნენ ციცინათელები და რა შეიძლება გაკეთდეს მათი გადარჩენისთვის

ბევრი ჩვენგანის გონებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მოგონებები ციცინათელებზე. ბავშვობაში, ალბათ, უამრავი დრო გვაქვს გატარებული ამ მანათობელი მწერების დევნაში. ბოლო დროს ციცინათელები სადღაც გაუჩინარდნენ. სხვათა შორის, ამაზე საერთაშორისო მედია, სოლიდური გამოცემები, რამდენიმე წელია აქტიურად წერენ.

დარგობრივი მედიიდან ღირს აღვნიშნოთ firefly.org-ის სტატია, სათაურით, “რატომ გაუჩინარდნენ ციცინათელები” და გამოვყოფდი ასევე National Geographic– ის მასალასაც სათაურით “ციცინათელები ქრება – მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ გადარჩენაში”. აქვეა CBS NEWS-ისა და The Washington Post-ის სტატიებიც: “რატომ ქრებიან ციცინათელები” და “Ზაფხული მოვიდა – სად არიან ციცინათელები?”

საქმე ისაა, რომ 2021 წელს მკვლევარებმა დაასრულეს ციცინათელების რისკის შეფასება და დაადგინეს, რომ მათი სახეობების 14%-ს გადაშენება ემუქრება. ციცინათელების პოპულაციის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ურბანული განვითარების გამო ჰაბიტატის დაკარგვა, მსუბუქი დაბინძურება, გვალვა, ანუ კლიმატის ცვლილება და პესტიციდების არასწორი გამოყენება, გაზონის სასუქის გამოყენება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ციცინათელების გაუჩინარება შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა და ყოველგვარი კვლევის გარეშეც დასტურდება საკუთარი დაკვირვებით, რადგან წლების წინ ცვენს ეზოებსა დაბაღებში მათი სასოამოვნი ციალი გვილამაზებდა ზაფხულის ღამეებს, ახლა კი თითქმის აღარსად არიან. მოვლენის პროფესიონალური შეფასებისთვის და მეტი სიცხადისთვის ფიტოსანიტარ შაქრო ყანჩაველს დავუკავშირდით და მას ვთხოვეთ ციცინათელების პრობლემის შესახებ განმარტება. სპეციალისტმა უშუალოდ ცცინათელებზე ვერაფერი გვითხრა, თუმცა, დაგვიდასტურა, რომ შხამქიმიკატების ჭარბი გაფრქვევა და ადამიანის გარემოში დაუდევარი ჩარევა ყველა მწერისთვის და ბუნების ცოცხალი არსებისთვის მომაკვდიებელია.

სხვათა შორის,  ციცინათელები, ასევე ცნობილია როგორც ღამის მანათობელი ხოჭოები, რომლებიც სასარგებლოა ბაღში. ისინი იკვებებიან შლაკებით, ჭიებით და სხვა რბილსხეულიანი არსებებით, მაგალითად ლოკოკინებით, რომლებიც ჩვენს ბაღებში აზიანებენ ლობიოს, სალათის ფოთოლს, პომიდორს. ციცინათელა არ იკბინება და არ არის ტოქსიკური. ისინი ასევე არ არიან დაავადების მატარებლები და გადამტანები, როგორც სხვა მწერები. არ უყვართ სინათლე, რადგან განათბა მათ აბრმავებს და ვერარც ერთმანეთს ხედავენ და ვეღარც მტაცებელს. უტვართ ტენიანი გარემო და დრისით ბუჩქებსა და ბალახებზე ისვენებენ.

გთავაზობთ “დოიჩეველეს” მომზადებულ მცირე რგოლს, რომლიდანაც ამ ულამაზესი მწერის შესახებ მეტს გაიგებთ, მაგალითად, როგორ მრავლდებიან და რა უშლის მათ ხელს არსებობაში. გერმანელი კოლეგები ასევე ყვებიან, როგორ შევუზღუდეთ ჩვენ, ადამიანებმა, სივრცე ციცინათელებს. “დოიჩეველეს” მომზადებული მასალა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა (JRC) გაახმოვანა.

კლიმატის ცვლილების გავლენა ციცინათელებსა და მწერებზე (სასარგებლო და მავნებელ მწერებზე), ასევე ზოგადად ბიომრავალფეროვნებაზე, – “აგრო სიახლეების” შემდეგი გადაცემის მტავარი თემაა. 16 საათზე შაბათს, 27 ივლისს, “აგროგარემო TV-ის” ” ყოვეკვირეული გადაცემიდან “აგრო სიახლეები” შეიტყობთ ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებს და გაეცნობით მათ შეფასებბს. ჩვენი სტუმრები იქნებიან ისეთი კვალიფიციური სპეციალისტები როგორებიც არიან: კახა არცივაძე, მაია ბლიაძე და გიორგი ჯაფოშვილი.