სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, “აგრო სიახლეებთან” საუბრისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: რადგან დასავლეთის საგრანტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი თანაბარი რეგიონული განვითარებაა, დაფინანსების შეჩერება, ყველაზე მეტად სწორედ რეგიონებს დააზარალებს. ექსპერტი იმასაც შენიშნავს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოგონილია მითი, თითქოს, გრანტებით გაცემულ თანხას დონორები უკან ორმაგად იღებენ, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია და მოსახლეობაში დონორების წვლილის, მათი იმიჯის დაკნინებას ემსახურება.
სრული გადაცემა ახეთ აქ