სატროფეო ნადირობა გარემოს დაცვას უწყობს ხელს, მასზე კარგად ზემოქმედებს, – ეუბნება “აგრო სიახლეებს” თემურ ტყემელაძე, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი.
სატროფეო ნადირობა (ტროფეი ანუ დიდი ეშვი, დიდი რქები …) კონსერვაციული ღირებულების მქონე პრაქტიკაა ცხოველებზე ნადირობის სფეროში. ესაა ნადირობის ფორმა, როცა ნადირი იკვლება ისე, რომ სახეობების გამრავლებას ხელი არ ეშლება ანუ პოპულაცია ნარჩუნდება. სატროფეო ნადირობის დროს, პოპულაციიდან ირჩევა ყველაზე ხნიერი, ლამაზი, დიდრქიანი და პოპულაციის დომინანტი მამრი ცხოველი. ითვლება, რომ ასეთ ინდივიდებს ადვილად ანაცვლებენ უფრო ახალგაზრდა მამრები და პოპულაციის გამრავლებას საფრთხე არ შეექმნება. სატროფეო ნადირობაში, აკრძალულია მდედრის ან ახალგაზრდა ინდივიდის მოკვლა.
მნიშვნელოვანია კვოტის ზუსტად გამოყოფაც, რამდენი მამრი ინდივიდი შეიძლება მოიკლას პოპულაციიდან. სატროფეოდ კვოტის სწორად გამოთვლა გულისხმობს, რომ მამრები იმდენი რაოდენობით იქნებიან ამოღებული, რომ მათი შემცვლელი კიდევ ბევრი ამრი დარჩება პოპულაციაში, რათა გამრავლება შეუფერხებლად გაგრძელდეს. ამ პრინციპზე დგას სატროფეო ნადირობის იდეა – უნდა მოიკლას მხოლოდ ამორჩეული ინდივიდები, შემოსული თანხის დიდი ნაწილი კი მოხმარდეს კვლავ მათზე ზრუნვას.
ნადრობას ახალი კანონი დაარეგულირებს. საკანონდებლო პაკეტი პარლამენტშია. სანამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია აგიხსნით, რა არის სატროფეო ნადირობა? როგორია, ბრაკონიერობასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა და რას მისცემს მუნიციპალიტეტების ეკონომიკას სათემო მეურნეობები, რომელთა ეკონომიკური ეფექტი დათვლადია. გენდერული ბალანსი და კლიმატის გავლენა სამონაადირეო მეურნეობაზე. მაინც ვინ არის მონადირე?- ცხოველთა სასტიკი მკვლელი თუ კანიბალი ცხოველების გარემოდან ამომღები ტყის მცველი?
სრული გადაცემა ნახეთ აქ: