🔴 საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლისთვის ტენდერი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 19 მარტს გამოაცხადა და ექვს დღეში, 25 მარტს, შეწყვიტა. ამ საქმისთვის უწყება მზად იყო 355 ათასი ლარი გადაეხადა. მიზანი ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავება იყო. საზოგადოების ნიჰილიზმი და ტენდერის ექსპერტული შეფასება. რატომ გადაიფიქრეს 6 დღეში მტაცებლების რიცხოვნობის დადგენა? რასთან გვაქვს რეალურად საქმე?
🔴 საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება თელავში შიკრიბა. შეხვედრას მეფუტკრე-დელეგატები და დარგის მხარდამჭერები ესწრებოდნენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან. რაზე იმსჯელეს?.. რა იყო ბიზნესგაერთიანების ყოველწლიური შეკრების მთავარი თემა?
🔴 მანქანური წველა, ხელით წველასთან შედარებით, რძის მიღების ხარისხის გარანტი და პროცესის სწრაფად წარმართვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც ცხოველის პროდუქტიულობასთან პირდაპირ კავშირშია. რძის საწველი აპარატებით აღჭურვილი საწველი დარბაზი, როგორც გამოსავალი. სწორად წველის მნიშვნელობა კლიმატგონივრულ მეცხოველეობაში – პრაქტიკული რჩევები ვეტერინარი ფერმერისგან.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
კახა არცივაძე – „ნაკრესის“ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამის კოორდინატორი.
მერაბ მაჭავარიანი – “გადავარჩინოთ ბუნება საქართველო SIDA 2022-ის “ პროექტის მენეჯერი.
ალეკო პაპავა – საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების პრეზიდენტი.
შოთა კალანდარიშვილი – ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობის ხელმძღვანელი.
მარიამ მეკოშკიშვილი – სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი
ამირან კოჩალიძე – ფერმერი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇