Skip to content Skip to footer

ჩაღვრილი მაზუთის გამო დაღუპული დელფინების ოდენობა გაორმაგდა – ეკოლოგიური რისკები შავ ზღვაში

5 იანვრიდან ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“იუწყება.

ზღვაში გასვლის შედეგად „დელფას“ თანამშრომლებმა ნაპირიდან 5 კილომეტრში ტანკერის ჩაძირვის მიდამოში შეამჩნიეს დელფინები, რომლებიც მაზუთით დაბინძურებულ წყალში ცურავდნენ.

სულ ნაპოვნია 58 მკვდარი დელფინი. ცხედრების მდგომარეობიდან ჩანს, რომ დელფინები დაიღუპნენ არაუმეტეს 3 კვირის განმავლობაში. რუსული ტანკერების ჩაძირვის შემდეგ, 5 იანვრის მდგომარეობით, იპოვეს 61 მკვდარი ვეშაპისებრი, რომელთაგან 32-ის დაღუპვა სავარაუდოდ შავ ზღვაში საწვავის ჩაღვრას უკავშირდება.

გარემოსდამცველების ვარაუდობენ, რომ ყირიმში ნავთობის ჩაღვრის გამო შექმნილი ეკოლოგიური ვითარება შეიძლება გაუარესდეს და დაბინძურების მასშტაბმა მიაღწიოს ისეთ დონეს, როგორიც უკვე დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეში.

2024 წლის 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა მაზუთით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა. რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა დაადასტურა, რომ 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში ტანკერის ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა. საქმე ისაა, რომ 2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა, რომლებსაც დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ.

ქერჩის სრუტეში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის ჩაღვრამ გამოიწვია მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის შედეგებს სამი კვირაა ებრძვიან ყირიმელი და ყუბანელი მოხალისეები. გარემოს დამცველების თქმით, მაზუთის დაღვრის შედეგად დაიღუპა ათობით დელფინი და ასობით ფრინველი; დასვრილი ფრინველების რაოდენობა, რომლებისთვისაც ნავთობით დაბინძურება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, ათასებს აღემატება. დაბინძურების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ტალღები, ქარი და ზღვის დინებები. წლის ამ დროს ხშირია ქარიშხლიანი ამინდებიც.

ქერჩის სრუტეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი სახეზეა ეპიცენტრიდან 820 კილომეტრში, საქართველოში. ქობულეთის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში ურეკის სანაპიროდან მაზუთში ამოთხვრილი ფრინველი მიიყვანეს. ვეტერინარის განმარტებით, მაზუთის სქელი ფენით დაფარული ფრინველი ძლივს ფეთქავდა. საბედნიეროდ, დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ჩამობანეს მაზუთი და თბილ, უსაფრთხო ადგილას მოათავსეს.

საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის, თქმით, ქერჩში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ, შესაძლოა, საქართველომდე, დიდია ალბათობა რომ დაბინძურებამ აფხაზეთის სანაპირო ზოლამდე მიაღწიოს.

„ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ ვერ უმკლავდებიან მაზუთის ლაქებს ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში და როგორი სისწრაფით ფართოვდება დაბინძურების არეალი, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ უნდა გვქონდეს. ვაპირებთ მეცნიერების ჩართულობით მოვამზადოთ გეგმა, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და როგორ მოვახდინოთ პრობლემის ლოკალიზება“, – უთხრა ნინო ჩხობაძემ “რადიო თავისუფლებას.”აგრო სიახლეებს”.

შეგახსენებთ, მაზუთი  ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შედეგად მიღებული ნარჩენია.

2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ქერჩის სრუტეში რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად წარმოქმნილმა ნავთობის ლაქებმა იანვრის დასაწყისში სევასტოპოლსა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მიაღწია. ზღვის ტალღებმა მაზუთი გამორიყეს საქართველოს მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეშიც. გარემოს დაბინძურების არეალი მაზუთის ლაქების სახით უკვე გავრცელდა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე და კვლავ განაგრძობს გაფართოებას. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ სევასტოპოლსა და ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოხალისეები და მაშველები ებრძვიან დაბინძურებას და ცდილობენ გადაარჩინონ ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში მოყოლილი ცხოველები, თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველები ამ ქმედებებს ქაოსურსა და არაეფექტიანს უწოდებენ. ეკოლოგების თქმით, მთავარი საფრთხე ჯერ კიდევ წინ არის, რადგან გაზაფხულის დადგომასთან ერთად მაზუთის ჩაძირული ნაწილი დაიწყებს ზღვის ზედაპირზე ამოსვლას. ანუ, ექსპერტები დაბინძურების მორიგ ტალღას გაზაფხულზე ვარაუდობენ, როდესაც მაზუთი ტემპერატურის გავლენით ფორმას/სიმკვრივეს შეიცვლის და ზღვის ზედაპირზე ამოვა.

კრემლი ამტკიცებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის. საპირისპიროს ამტკიცებს რუსული მხარე. რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ღია ზღვაში აღმოჩნდა 2,4 ათასი ტონა მაზუთი, საწვავის დანარჩენი ნაწილი კი, ამავე უწყების მტკიცებით, საიმედოდ არის დალუქული ჩაძირული ტანკერების ავზებში და გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა – „ვოლგონეფტ-212“-მა და „ვოლგონეფტ-239“-მა, რომლებსაც ჯამში დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოებული სტატისტიკით, 6 იანვარს სევასტოპოლიდან გაიტანეს მაზუთით დაბინძურებული 90 ტონაზე მეტი ნიადაგი. სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ რაზვოჟაევის თქმით, რამდენიმე დღით ადრე ქალაქიდან გაიტანეს 100 ტონა მაზუთით დაბინძურებული ქვიშა.

ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე დაბინძურების მასშტაბები გარეგნულად ჯერ ისევ არ ჩანს, თუმცა იალტაში, მაზუთით ორასამდე ფრინველი დაბინძურდა. მაზუთში ამოგანგლული ფრინველები აღმოაჩინეს ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე ევპატორიის მახლობლადაც. მაზუთის ლაქებია აღმოჩენილი კაზაკთა ყურეში, კაჩში, ორლოვკაში, ბალაკლავაში, გამარჯვების პარკსა და ფიოლენტში.

გარემოს დამცველების აზრით, ბუმბულის დაბინძურება პრაქტიკულად ართმევს ფრინველებს ველურ ბუნებაში ცხოვრების შესაძლებლობას და დაბინძურებული ფრინველების 90% იღუპება. მაზუთი არღვევს თერმორეგულაციას, რის გამოც ბევრი მათგანი იღუპება. ყირიმში გაიხსნა სპეციალური პუნქტები, სადაც მოხალისეები მაზუთისგან წმენდენ (რეცხავენ) ფრინველებს, რომლებსაც შემდეგ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ზოოპარკებში აგზავნიან.

ეკოლოგიური კატასტროფა საფრთხეს უქმნის ცხოველთა სხვა სახეობებსაც. ექსპერტებმა დააფიქსირეს მინიმუმ 32 ვეშაპისებრი, რომელთა დაღუპვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქერჩის სრუტეში რუსული მაზუთის ჩაღვრასთან.

„დროის ამ პერიოდისთვის (გამორიყვების სეზონს მიღმა) დაღუპულთა ასეთი რაოდენობა ატიპურად მაღალი მაჩვენებელია. სხეულთა მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამ ვეშაპისებრთა დიდი ნაწილი დაიღუპა კატასტროფიდან პირველ 10 დღეში, უბრალოდ ზღვას ახლა გამოაქვს ნაპირზე მათი სხეულები. დაშავდნენ ძირითადად ე.წ. აზოვკები (შავი ზღვის ღორი), რომლებიც ყველაზე დაუცველი ვეშაპისებრები არიან“, – განმარტავს სამეცნიერო-გარემოსდაცვითი ცენტრი „დელფა“.

უკრაინელი ბიოლოგის, ეროვნულ პარკ „ტუზლის ლიმანის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის, ივან რუსევის გამოთვლებით, შავი ზღვის მაზუთით დაბინძურების შემდეგ, სავარაუდოდ, უნდა დაღუპულიყო 15-20 ათასი ფრინველი.

“მაზუთის ენების“ საფრთხის შესახებ აფრთხილებენ საქართველოსაც და თურქეთსაც.